სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა დოლიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, ზაზა დოლიძე ფეხბურთის განვითარების ფონდს ჩაუდგა სათავეში.

ზაზა დოლიძის ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელად გადასვლის შესახებ ინფორმაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაადასტურეს.

ზაზა დოლიძე სურსათის ეროვნულ სააგენტოს 2016 წლის 1 მარტამდე ხელმძღვანელობდა. იგი თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრის ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდა.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, ზაზა დოლიძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა და უკვე ა(ა)იპ "ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდში" განაგრძობს მუშაობას.