საქართველოში საწვავის ფასი შემცირებას განაგრძობს
22 მარტი / 2016
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, საქართველოში საწვავის ფასი შემცირებას განაგრძობს.
ორგანიზაციის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ნავთობპროდუქტებზე საერთაშორისო ფასები გაზრდილია, ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს საცალო ქსელში რიგი კომპანიების მიერ სხვადასხვა ტიპის საწვავზე კვლავ გაგრძელდა ფასების შემცირება. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი აღნიშნულს ეროვნული ვალუტის დოლართან მიმართებაში გამყარებას უკავშირებს.
ორგანიზაციის ცნობით, დღეისთვის ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე 1 ლიტრი საწვავის საშუალო ფასები ასეთია: სუპერი ტიპის ბენზინი - 1,65-1,80 ლარი; პრემიუმი ტიპის ბენზინი - 1,55-1,69 ლარი; რეგულარის ტიპის ბენზინი - 1,35-1,55 ლარი; დიზელი- 62 -1,32-1,45
ლარი; ევრო დიზელი - 1,35-1,65 ლარი.
რაც შეეხება ნავთობის საერთაშორისო ღირებულებას, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, ბოლო პერიოდში ფასები გაზრდილია.
დღეისათვის, ლონდონში (IСE Futures Europe) - Brent ტიპის ნავთობის ფასმა ბალერზე 41,47დოლარი შეადგინა, ხოლო ნიუ-იორკში (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა - 41,62 დოლარი/ბარელზე.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი განმარტავს, რომ მიმდინარე საერთაშორისო ფასებს სხვადასხვა ფუნდამენტალური ფაქტორები განსაზღვრავს.
"პირველი - მსოფლიოში ნავთობის მიწოდება აჭარბებს მოთხოვნილებას, რის შედეგადაც ბაზარზე ფიქსირდება ნავთობის ჭარბი ოდენობა.
მეორე - ირანის დაბრუნება მსოფლიო სანავთობო ბაზარზე.
მესამე - მსოფლიოში ნავთობის მეორე მომხმარებელი ქვეყნის - ჩინეთის ეკონომიკური ზრდის შენელება", - ნათქვამია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.
ორგანიზაციის პროგნოზით, ნავთობის ფასის მომავალი ტენდენცია მნიშვნელოვანწილად იქნება დამოკიდებული 17 აპრილს კატარში დაგეგმილ ოპეკის შეხვედრაზე, სადაც განხილულ იქნება ნავთობის მოპოვების „გაყინვის“ საკითხი.
იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
აშშ-ის კალიფორნიის შტატში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქება მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა.
ნავთობზე ფასის ვარდნის გამო, მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობკომპანიების - “ექსონ მობილის“, „როიალ დაჩ შელის“, BP-ისა და “შევრონის“ დავალიანებამ რეკორდულ მაჩვენებელს - 184 მილიარდ დოლარს მიაღწია.
19 აგვისტოდან, საქართველოს ავიაბაზარზე ჩარტერული ფრენების განხორციელებას ირანული ავიაკომპანია Zagros Airlines დაიწყებს.
"საქართველოში საწვავის ხარისხი დამაკმაყოფილებელია"  - გარემოს დაცვის სამინისტროს ამ დასკვნას არ ეთახმებიან სპეციალისტები.
ირანის ხელისუფლება ადგილობრივი მობილური კომპანიებისთვის iPhone-ის გაყიდვების უფლების გაცემას გეგმავს.
ბრიტანული ნავთობკომპანია BP ჩინეთში უმსხვილეს აქტივს გაყიდის.
„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ (სნგკ) საქართველოში გაზის მიწისქვეშა საცავის პროექტის განვითარების მეორე ფაზა დაიწყო.
ნავთობის ფასი ბოლო სამი თვის განმავლობაში მინიმუმამდე დაეცა.
2025 წლისთვის ნორვეგიაში ბენზინზე მომუშავე მოძველებული მანქანების გაყიდვა აიკრძალება.  
ესპანეთში მდებარე ფორმენტერას კუნძული პირველი კუნძული გახდება ევროპაში, სადაც უახლოეს მომავალში სრულად აიკრძალება ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილების მოძრაობა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
27.08.2016
გარემოვაჭრეები რიყეზე სუვენირების გაყიდვის უფლებას ითხოვენ. რიყის ტერიტორიაზე სუვენირებით გარემოვაჭრეებმა დღეს თბილისის მერიის წინ აქცია გამართეს და მოითხოვეს, კვლავ მიეცეთ სუვენირების გაყიდვის უფლება.
სრულად
27.08.2016
ჟურნალ "ფორბსის" მიხედვით, ამერიკელი მსახიობი დუეინ ჯონსონი წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი გახდა.
სრულად
27.08.2016
აშშ-ის კალიფორნიის შტატში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქება მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა.
სრულად
27.08.2016
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, დიდი რაოდენობით ყავის ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინა.
სრულად
27.08.2016
ქართველი მილიონერების პირადი ცხოვრება ყველას ძალიან აინტერესებს.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
27.08.2016
28.08.2016
USD
1
USD
2.2856
2.2856
EUR
1
EUR
2.5802
2.5802
GBP
1
GBP
3.0147
3.0147
RUB
100
RUB
3.5265
3.5265