ივანიშვილის დაკარგული მილიონების საიდუმლო
ივანიშვილის დაკარგული მილიონების საიდუმლო
23 მარტი / 2016
“დაკარგული მილიონების საიდუმლო“ , - ამ სათაური აქვეყნებს გერმანული გამოცემა Handelsblatt სტატიას, რომელიც Credit Suisse-ის ბანკირის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის მიყენებულ ზარალს ეხება.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, Credit Suisse-ის ბანკირმა აღმოსავლეთევროპელ კლიენტს ასობით მილიონი დოლარის ზარალი მიაყენა, რაც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინვესტიციო სკანდალია შვეიცარიული ბანკის ბოლოდროინდელ ისტორიაში.
„ეს კლიენტი ბიძინა ივანიშვილი გახლავთ, მილიარდერი ბიზნესმენი და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი. საქმე ალბათ, ყველაზე დიდი საინვესტიციო სკანდალია შვეიცარიის ბოლო წლების ისტორიაში. ჟენევის პროკურატურამ ივანიშვილისთვის მიყენებული ზარალი სულ მცირე 100 მილიონ შვეიცარულ ფრანკად (დაახლოებით 103 მილიონ დოლარად) შეაფასა“, - წერს გამოცემა.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, Credit Suisse-ის ბანკის წინააღმდეგ სარჩელი ბიძინა ივანიშვილთან ერთად, ორმა რუსმა ბიზნესმენმაც შეიტანა. მთავარი ეჭვმიტანილი საქმეში ფაბრიკ ლეკომპტეა, რომელიც ამჟამად პატიმრობაშია, თუმცა უახლოეს პერიოდში მიყენებული ზარალის ანაზღაურება შესაძლოა, თავად ბანკსაც მოუწიოს.
სტატიის თანახმად, ბევრი რამ კვლავაც გაურკვეველია. თუმცა ცნობილია, რომ ფრანგი ფაბრიკ ლეკომპტე Credit Suisse-ში სამუშაოდ „ივ როშედან“ 2005 წელს გადაბარგდა. ბანკში ის პასუხისმგებელი იყო მდიდარ კლიენტებზე პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, რომელთათვისაც ჟენევა სასურველი საბანკო ლოკაცია იყო.
„2006 წელს ფინანსურმა მრჩეველმა თავის ორ კლიენტის პორტფელისთვის უძრავი ქონების დეველოპერი კომპანია Meinl European Land-ის აქციების დამატება დაიწყო. ამ მიზნით მან შექმნა დამხმარე ანგარშები ისე, რომ კლიენტებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ და წარმოდგენა არ ჰქონდათ ამ შენაძენების თაობაზე“, - აღნიშნავს ადვოკატი ჯორჯიო კამპა.
სტატიის თანახმად, ფინანსური კრიზისის გამო Meinl European Land-ის აქციები დაეცა, თუმცა ამ დანაკარგის აღიარების ნაცვლად, ლეკომპტემ დანაკლისის შევსება ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ფულით დაიწყო.
„ფინანსურმა მრჩეველმა სხვა მომხმარებელთა ანგარიშზე დაახლოებით 100 მილიონი ფრანკი გადარიცხა. ამ ტრანზაქციის შესახებ ჩემმა კლიენტმა არაფერი იცოდა“, - აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი მარკ ჰენზელინი.
სტატიის თანახმად, საქმესთან დაახლოებულმა პირებმა ასევე განაცხადეს, რომ ლეკომპტემ თავისი კლიენტების აქტივები გირაოს სახით გამოიყენა.
საბოლოოდ ლეკომპტეს მაქინაციები მაშინ გაირკვა, როდესაც მან ინვესტიცია მოახდინა მცირე ზომის ამერიკულ ბიოტექნოლოგიურ კომპანიში Raptor Pharmaceuticals.
“გასული წლის სექტემბერში კომპანია გაკოტრდა, რის შედეგადაც ლეკომპტეს კლიენტებს მილიონობით თანხის გადახდა მოუწიათ. თუმცა, ლეკომპტეს ადვოკატი უარყოფდა და აცხადებდა, რომ ინვესტიციები არ
You must have Flash Player installed in order to see this player.
განხორციელდებოდა ისე, რომ ბანკირის კლიენტებს ამის შესახებ არაფერი სცოდნოდათ“, - ნათქვამია სტატიაში.
ამასთან, სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ არსებობს რამდენიმე პასუხგაუცემელი შეკითხვა. როგორც Handelsblatt-სთვის გახდა ცნობილი, არსებობს მიმოწერა ლეკომპტესა და ივანიშვილის პერსონალურ ფინანსურ მრჩეველს შორის და ეს ელექტრონული მიმოწერა გამოცემამ თავად ნახა.
„მიმოწერაში მხარეები 2013 და 2014 წლებში Raptor-ის შესახებ საქმეს განიხილავდნენ. მიმოწერა Gmail-სა და Hotmail-იდან ხდებოდა და არა Credit Suisse-ის სერვერით, რაც ბანკის წესების დარღვევაა. მარტო ეს ფაქტიც კი საგანგაშო სიგნალი უნდა ყოფილიყო კლინტისთვის“, - ნათქვამია სტატიაში.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, აშშ-ის ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების კომისის დოკუმენტების თანახმად, 2014 წლის მაისისთვის ბიძინა ივანიშვილი, ფორმალურად თუ არა ფორმალურად, Raptor-ის 22,29 პროცენტს ფლობდა.
„თუმცა, ივანიშვილის ადვოკატი ირწმუნება, რომ ქართველ მილიარდერს წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ Raptor-ში ამხელა ინვესტიცია ჰქონდა. მათი თქმით, ლეკომპტემ აქციები დერივატივებისა და სხვა ინსტრუმენტების მეშვეობით შეიძინა საკომისიოს მიღების მცდელობის მიზნით“, - ნათქვამია სტატიაში.
ლეკომპტეს ადვოკატის განცხადებით, თითქმის დაუჯერებელია, რომ ბიძინა ივანიშვილს არ სცოდნოდა, რა ხდებოდა მის ანგარიშებზე.
„ბევრი შეკითხვა რჩება პასუხის გარეშე - რა იცოდა ქართველმა მილიარდერმა? იშოვა თუ არა ფული ლეკომპტემ მისი კლიენტების ქონებიდან?“, - აღნიშნავს ბანკირის ადვოკატი.
„და კიდევ ერთი შეკითხვა - რა იცოდა Credit Suisse-მა? შვეიცარიული ტრადიციების თანახმად, ბანკი დუმს - „ეს ცალკეული ქეისია. ბანკი შეუწყნარებელია დანაშაულთან“, - აღნიშნავენ ბანკში.
ამასთან, სტატიის თანხმად, ივანიშვილის ადვოკატები ძალზე სკეპტიკურად არიან განწყობილი და ამბობენ, რომ ბანკს შეუმჩნეველი არ დარჩებოდა ლეკომპტეს ტრანზაქციები.
„ამგვარ რთულ ტრანზაქციებში სხვა ბევრი დეპარტამენტიც იყო ჩართული, როგორიც მაგალითად, საკრედიტო დეპარტამენტია. ან მათ თვალი დახუჭეს ან მისტერ ლეკომპტეს ვიღაც შიგნიდან ეხმარებოდა“, - აცხადებს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი.

თებერვალში ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-სთან სამართლებრივი დავა დაიწყო მისი საინვესტიციო პორტფელის არასათანადოდ გამოყენების გამო, რამაც მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა მას.
როგორც გასულ თვეს The Wall Street Journal წერდა, საქართველოს ყოფილმა პრემიერმა დაახლოებით 100 მლნ შვეიცარიული ფრანკი დაკარგა. სტატიის თანახმად, გასული წლის დეკემბერში და შემდეგ, მიმდინარე წლის იანვარში, ივანიშვილმა ჟენევის პროკურორს რამდენიმე საჩივრით მიმართა და ბანკ Credit Suisse-ის ცუდ მენეჯმენტსა და თაღლითობის ფაქტებზე მიუთითა.

კომენტარები (21)
29.03.2016
არჩილ ხოფერია-ს
,,ფსიქოლოგს" და არა ,,ფსიქოლოგი" გაწუხებთ და გეტყვით, რომ ფსიქიატრის მომსახურება ნამდვილად შეიძლება დასჭირდეს ადამიანს გარშემო თქვენი და ,,ფსიქოლოგი"-ს მსგავსი ამება-მოლამუნენი და ბიძოს ხოტბაშემსხმელნი და შემამკობელნი რომ შემოეკვრებიან გარს. მეცოდებით, რომ ყოველი თქვენგანის ამება-ტვინის ანარეკლისგან (უფრო სწორად ექოსი რაც ჩაგძახეს იმას რომ ამოსძახებთ მხოლოდ) განსხვავებული აზრის დაფიქსირებისას იმის ნაცვლად მართლა რამით გაამყაროთ თვენი შეხედულებების (ამ შემთხვევაში ექოსი) ადეკვატურობა ან გიჟს უწოდებთ ადამიანს ან ნაცს. იმედს გამოვთქვამ რომ თქვენ და ,,ფსიქოლოგი" იდენტური ამება ხართ და სხვა ადამიანს თქვენი მსგავსი ბიძო-მბრძანებლისადმი ხოტბის შესხმა-შემკობის სურვილი არ გააჩნია.გისურვებთ, რომ ორ უჯრედიან არსებად მაინც გადაკეთდეთ და ერთი განსხვავებული აზრის არეკვლა მაინც შეძლოთ!
28.03.2016
ვასო
მაგარია
მსგავსი სიახლეები
Apple-მა სან ფრანცისკოს ახალი მაღაზიის შიდა კიბისთვის მილიონი დოლარი დახარჯა.
ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) ბანკ ”რესპუბლიკას” მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დასაფინანსებლად 22.5 მილიონი ევრო გამოუყო, რაც 45 მილიონი ევროს ოდენობის დამტკიცებული სესხის პირველ ტრანშს წარმოადგენს.
”საქართველოს ბანკსა” და EBRD-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება საქართველოს ეკონომიკისა და კერძო სექტორისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
უპროცენტო განვადება - ეს ტერმინი საქართველოში რამდენიმე წელია დამკვიდრდა და მალევე იქცა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ შემოთავაზებად.
25 მაისს სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში ჩატარდა ბიზნესკონფერენცია - „სასტუმროების დეველოპმენტი საქართველოში.“
რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსების მექანიზმის ფარგლებში, "საქართველოს ბანკს" ქვეყნის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის 100 მილიონ აშშ დოლარს (დაახლოებით, 220 მილიონ ლარს) გამოუყოფს.
კომპანია "მაქრო ქონსთრაქშენი" "მწვანე ბუდაპეშტის" დასრულების შემდეგ, უფრო მასშტაბური, 115 მილიონ დოლარამდე ღირებულების პროექტ "მწვანე ალმასის" მშენებლობას იწყებს.
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.1473 ლარი გახდა.
პირველი მაისისათვის საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 14.4 მლრდ ლარს გადააჭარბა.
წინა თვესთან შედარებით, აპრილში კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 0.4 %-ით შემცირდა, - ამის შესახებ ნათქვამია კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რუბრიკის სხვა სიახლეები
28.05.2016
დიასპორის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაია ლევილის მამულთან დაკავშირებით კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს.
სრულად
28.05.2016
სამეგრელოში, მუხურის მეფუტკრეობის სამეცნიერო ბაზის ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ლაბორატორიის აღჭურვა უახლოეს მომავალში დასრულდება, რაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებს
სრულად
28.05.2016
Apple-მა სან ფრანცისკოს ახალი მაღაზიის შიდა კიბისთვის მილიონი დოლარი დახარჯა.
სრულად
28.05.2016
ბოლო პერიოდში გახშირებული ავიაკატასტროფების მიუხედავად, თვითმფრინავით მგზავრობა დღესაც გადაადგილების ყველაზე უსაფრთხო საშუალებას წარმოადგენს.
სრულად
28.05.2016
შიდა ქართლის სოფლებში მოსახლეობას აგროდაზღვევის პროგრამა გააცნეს, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
27.05.2016
28.05.2016
USD
1
USD
2.1473
2.1461
EUR
1
EUR
2.3925
2.3985
GBP
1
GBP
3.1385
3.1438
RUB
100
RUB
3.2568
3.2531