ბარათაშვილის ხიდის ქვეშ მოძრაობის გადაკეტვის გამო, ავტობუსების მარშრუტები იცვლება

ბარათაშვილის ხიდის ქვეშ მიმდინარე სამუშაოების გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომობილების მოძრაობა დროებით იზღუდება. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, შესაბამისად, იცვლება იმ მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტები, რომლებიც გაივლიან აღნიშნულ მონაკვეთს. კერძოდ: № 31, 44, 50, 55, 71, 80, 102 - იმოძრავებენ მარჯვენა სანაპირო - მშრალი ხიდი - ათონელის ქ. - ვირსალაძის ქ. - ბარათაშვილის ქ. № 59 - ბარათაშვილის ხიდი (აღმართი) - ავლაბრის მოედანი - ბარათაშვილის აღმართი.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მარცხენა სანაპიროზე (ბარათაშვილის ხიდის ქვეშ) მიმდინარეობს სამუშაოები, რომლის ფარგლებში, უნდა დადაბლდეს ასფალტის არსებული საფარი, რათა გაიზარდოს სიმაღლე ხიდსა და საავტომობილო გზას შორის და მაღალი ტვირთამწეობის მანქანებმა არ დააზიანონ ხიდის ძირითადი კონსტრუქცია.

სატრანსპორტო კომპანია მოქალაქეებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის.