ბრიტანული გამოცემა The Independent-ის ბეჭდური ვერსია აღარ გამოვა

ბრიტანული გამოცემა The Independent-ის ბეჭდური ვერსია 30-წლიანი არსებობის შემდეგ დაიხურა. 

როგორც გამოცემის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ამიერიდან The Independent-ის მხოლოდ ონლაინ ვერსია იქნება ხელმისწავდომი.

„ეს ძალიან მალე დასრულდა“, - დაწერა გამოსამშვიდობებელ წერილში გაზეთის მთავარმა რედაქტორმა ლიზა მარკველმა.

The Independent-ის პირველი ნომერი 1986 წელს გამოიცა და 90-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული მისი პოპულარობა ყოველდღიურად იზრდებოდა. 1990 წელს გაზეთის ტირაჟი 400 ათასი იყო.

2010 წელს გამოცემა რუსმა ბიზნესმენმა ალექსანდრე ლებედევმა სიმბოლურ ფასად - 1 ფუნტ სტერლინგად შეიძინა. გასულ წელს გაზეთის ტირაჟი 59 ათასზე ნაკლები იყო.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე