წამლის "ხარკი" - დიდი ფარმაცევტული ანომალია

სხვაობა მომწოდებლისა და აფთიაქის ფასებს შორის მართლაც შთამბეჭდავი აღმოჩნდა და რიგ შემთხვევაში 178%-ს, 256%-სა და 498%-საც კი აღწევს

არ წყდება საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე ოლიგოპოლიაა. ანუ, ბაზრის დიდ წილს რამდენიმე კომპანია იყოფს, ისინი შეთანხმებულად მოქმედებენ და წამლის სიძვირეც ამით აიხსნება. არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევებიც ადასტურებდა, რომ კომპანიები ზემოგებაზე მუშაობდნენ და ზოგჯერ წამლებზე ფასნამატი 300%-საც კი აღწევდა. დღეს ფარმაცევტულ სექტორში თითქოს ვითარება მცირედით შეცვლილია, ბაზარზე რამდენიმე ახალი მოთამაშეც გამოჩნდა, მაგრამ წამლის სიძვირე კვლავ გადაუჭრელი პრობლემაა. მიზეზად ხან ლარის კურსს ასახელებდნენ, ხანაც მომწოდებლების მიერ ფასის ზრდასა და მომატებულ ხარჯებს. რადგან საქართველოში მედიკამენტების დიდი ნაწილი იმპორტირებულია, გადავწყვიტეთ, შეგვედარებინა მომწოდებლებისა და რეალიზატორების ფასები. ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტიდან გამოვითხოვეთ ინფორმაცია 2016 წლის იანვრიდან დღემდე რამდენიმე ძირითადი მედიკამენტის საბაჟოზე დაფიქსირებული ფასის შესახებ; შემდეგ ეს მონაცემები სხვადასხვა სააფთიაქო ქსელში აღრიცხულ რეალურ ფასებს შევადარეთ და საინტერესო სურათი მივიღეთ. სხვაობა მომწოდებლისა და აფთიაქის ფასებს შორის მართლაც შთამბეჭდავი აღმოჩნდა და რიგ შემთხვევაში 178%-ს, 256%-სა და 498%-საც კი აღწევს.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 28 მარტის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად