რუსმა ტურისტებმა თურქეთი საქართველოზე გაცვალეს

საქართველოში ამ ზაფხულში 200 000-დან 300 000-მდე ტურისტი გეგმავს ჩასვლას.

რუსმა ტურისტებმა თურქეთი საქართველოზე, სომხეთსა და აზერბაიჯანზე გაცვალეს. „კომერსანტის“ ინფორმაციით, რუსი ტურისტების რაოდენობა სამივე ქვეყანაში 50%-ით გაიზარდა.

რუსეთის ტუროპერატორების განცხადებით, ასევე იმატა ტურისტების დაინტერესებამ აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკისა და კრასნოდარის მხარით.

„საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში დაჯავშნილი ტურების რაოდენობა 50%-ით გაიზარდა. საქართველოში ამ ზაფხულს 200 000-დან 300 000-მდე ტურისტი გეგმავს ჩასვლას“, - განაცხადა კომპანია „დელფინის“ გენერალურმა დირექტორმა სერგეი რომაშკინმა.

ტურისტული სააგენტო „თრეველის“ დირექტორის ალექსეი დოროშის განცხადებით კი, 2015 წელთან შედარებით, ბათუმის მიმართულებით ჯავშნები 3,2-ჯერ გაიზარდა.

გასულ კვირას რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წელს საზაფხულოდ ქვეყნის დატოვებას არ აპირებს რუსების რეკორდული რაოდენობა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე