აშშ-ში ქვეითად მოსიარულეებს ტელეფონით მიმოწერისთვის დააჯარიმებენ

აშშ-ის ნიუ ჯერსის შტატის ინიციატივით, ადამიანი, რომელიც ტროტუარზე სიარულის პარალელურად, მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს კითხულობს, 50 აშშ დოლარით დაჯარიმდება.

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე ჯარიმის გადახდას ვერ შეძლებს, მას 15 დღემდე პატიმრობა შეეფარდება.

ნიუ ჯერსის ადგილობრივი ხელისუფლება მიიჩნევს, რომ სიარულის დროს სმარტფონის გამოყენება სხვა ადამიანებისთვის საფრთხეს შეიცავს.

აშშ-ის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სამთავრობო ასოციაციის ანგარიშის თანახმად, 2005 წელთან შედარებით, 2014 წელს 15%-ით გაიზარდა შემთხვევები, როდესაც ფეხით მოსიარულეებმა მობილური ტელეფონების გამოყენებისას ტრავმები მიიღეს.

დაშავებულთა უმრავლესობა 40 წლამდე ქალია. ტრავმის მიღების მიზეზთა 80% ტელეფონით საუბარზე მოდის, 12%-ში კი მიმოწერა იყო.