მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ბანკირს კორუფციაში ადანაშაულებენ

ბრაზილიის პროკურატურამ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ბანკირი ჯოზეფ საფრა კორუფციაში დაადანაშაულა.

The Financial Times-ის ინფორმაციით, 77 წლის მილიარდერის გარდა, პროკურატურამ ბრალი წაუყენა საფრას საბანკო ჯგუფის Safra Group-ის ხუთ თანამშრომელს. ყველა მათგანს ბრალი ედება კორუფციული გზით გადასახადებისგან თავის არიდებაში.

პროკურატურის ცნობით, „საფრა ჯგუფი“ 15,3 მილიონი დოლარის ქრთამის მიცემას გეგმავდა ჩინოვნიკებისთვის გადასახადებისთვის თავის არიდების მიზნით. ბრიტანული გამოცემის ცნობით, დღეისათვის „საფრა ჯგუფის“ საგადასახადო დავალიანება 1,8 მილიარდ დოლარს აღწევს.

„საფრა ჯგუფი“ უარყოფს წაყენებულ ბრალდებებს და „უსაფუძვლოს“ უწოდებს მათ.

ჟურნალ Fortune-ის ცნობით, ჯოზეფ საფრა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ბანკირია. მისი ქონება 18,6 მილიარდი დოლარია.