თბილისის ზღვაზე ახალ ზოოპარკში ვოლიერების მშენებლობა იწყება.
როგორც დედაქალაქის მერიის პრესსამსახურში ,,ბიზნესპრესნიუსს” განუცხადეს, 48 ჰექტარი მიწის ნაკვეთი უკვე შემოღობილია.
,,GIZ-ის გრანტით იწყება დათვებისა და მგლების ვოლიერების მშენებლობა, რასაც მოჰყვება ირმებისა და ნიამორების ვოლიერების მშენებლობა.
ზოოპარკის კონცეფცია ,,არუპ ჰასელის” მიერაა მომზადებული. რაც შეეხება სქემას, მასზე ჰოლანდიელმა არქიტექტორმა ერიკ ფონ ფლიტმა იმუშავა”, - განაცხადეს მერიაში.
აღნიშნული სქემის მიხედვით, ახალი ზოოპარკის სამუშაოებისთვის დაახლოებით 40 000 000 აშშ დოლარია საჭირო.
სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება.
ქრისტინე გამთენაძე
წაიკითხეთ ინგლისურ ენაზე Georgian Journal-ზე