აქციზური მარკის გარეშე დიდი ოდენობით სიგარეტის რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ორი მოქალაქე - კარენ გასპარიანი და ანზორ პალატიანი დააკავა.

როგორც საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი აქციზური მარკის გარეშე მოახდინეს დიდი ოდენობით სიგარეტი MARLBORO-ს რეალიზაცია.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ“ და ”გ“ ქვეპუნქტებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.