გამოკითხულთა 42% გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობას საშუალოდ აფასებს

”ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობას გამოკითხულთა 42% საშუალოდ აფასებს.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 27% მის საქმიანობას დადებითად აფასებს, ხოლო 26% კითხვაზე პასუხზე უარს აცხადებს.

საქართველოს მასშტაბით კვლევის საველე სამუშაოები 23 თებერვლიდან 14 მარტამდე პერიოდში ჩატარდა. გამოკითხვაში მონაწილეობა 3 900-მა პირმა პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე მიიღო. საზოგადოების განწყობის 2016 წლის მარტის კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-მ ჩაატარა.