მიზეზები, რის გამოც NDI-ის კვლევაში მოსახლეობამ პრიორიტეტულად სოციალური საკითხები წამოწია

სამუშაო ადგილები, ინფლაცია, სიღარიბე, პენსიები - ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევაში მოსახლეობის მიერ წინა პლანზე სოციალური საკითხების წამოწევა ექსპერტების ნაწილის შეფასებით, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს ასახავს. ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის, რომან გოცირიძის განცხადებით, ლარის გაუფასურების გამო მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა შემცირდა, დაიკარგა ბევრი სამუშაო ადგილი. გოცირიძის შეფასებით, საზოგადოებრივი განწყობის კვლევის შედეგები იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოში სოციალური ფონი გაუარესებულია.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე