10 ფრაზა, რომელსაც მილიონერები გაურბიან

„ფული არ არის ბედნიერება“, „ფული ციდან არ ცვივა“ და ა.შ ფულთან დაკავშირებულ ამ ფრაზებს ხშირად არათუ მილიონერები, არამედ ის ადამიანები ამბობენ, ვისაც ფული არ აქვს.

გამოცემა Business Insider-მა 10 ფრაზა შეადგინა, რომელსაც მუდმივად უფრთხიან დიდი ფულის პატრონები და ამ ფრაზებს საკუთარი არგუმენტებიც დაუპირისპირა.

1. „ფულისთვის ბევრი ვიმუშავე“

ადამიანების უმეტესობა ფიქრობს, რომ ფულისთვის ბევრი უნდა იმუშაონ. არადა, თქვენ კი არ უნდა იმუშაოთ ფულისთვის, ფულმა უნდა იმუშაოს კარგად თქვენთვის, რათა მეტი შემოსავალი მოგიტანოთ.

2. „ფული ხეზე არ იზრდება“

ამ ცნობილ ფრაზასაც ხშირად გაიგონებ. ამის მთქმელი ადამიანები კი ქვეცნობიერად ფიქრობენ, რომ ფული მხოლოდ ერთი წყაროდან უნდა მოდიოდეს. დიდი ფულის საშოვნელად საჭიროა შემოსავალი სხვადასხვა არხებიდან მოედინებოდეს.

3. “ეს ძალიან ძვირია „ ან „ჩვენ მას ვერ შევწვდებით“

სინამდვილეში კი ფასი უნდა გახდეს სულ მცირე ლიმიტი, რომლის გადალახვაზეც უნდა იფიქროს ადამიანმა. მარტივად რომ ვთქვათ, თუ ყველაფერი იაფი ეღირება, შესაბამისად, ყველას ექნება და არავინ იმუშავებს მისთვის. პირიქით, ეცადე მეტი იშოვო, რათა ძვირად ღირებული ნივთების შეძენა შეძლო.

4. „ შემოინახე უარესი დღეებისთვის“

ამის ნაცვლად უმჯობესია, ადამიანებმა ფული არა მძიმე დღეებისთვის, არამედ პირიქით, ბედნიერი დღეებისთვის გადაინახონ, რომელიც ბევრი მოგზაურობისა და დასვენების საშუალებას მოგცემთ.

5. „ფული ეშმაკის საწყისია“

ეს არის ბიბლიიდან ყველაზე მეტად „აცდენილი“ ვერსია. ის არწმუნებს ადამიანებს, რომ მდიდრები არიან ეშმები. არადა ფულს არა აქვს სახე და ის ვერ იქნება ვერც კეთილი და ვერც ბოროტი.

6. „ჩემი მეუღლე ფულს ფლანგავს“

პირი, რომელიც საკუთარ ფინანსებს ვერ ფლობს, არც იმსახურებს მას და ამიტომაც ხშირად სწორედ მსგავს ადამიანებს უჩნდებათ ფინანსური პრობლემები. დაიმახსოვრეთ: ყოველთვის იცოდეთ, რა დევს თქვენს „ბანკში“.

7. „ეს არაა ჩემს ბიუჯეტში“

ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ „ფული ცოტაა“. არადა, ეს აბსურდული ფრაზა მათ მუდმივად დააშორებთ სასურველ შენაძენს. თუ თქვენ არ გახსნით საფულეს და დააჯერებთ საკუთარ თავს, რომ ამას ვერასდროს შეიძენთ, თქვენ მას ნამდვილად ვერასდროს შეიძენთ. ამის ნაცვლად უმჯობესია, იფიქროთ გზებზე თუ როგორ მოახერხოთ მისი შეძენა.

8. „ფული არ აბედნიერებს“

„ფულით ბედნიერებას ვერ იყიდიო“ ამ ფრაზას ვერ გაიგებთ მილიონერებისგან, რომლებმაც იციან, თუ როგორ იცხოვრონ უდარდელად და ბედნიერად. წარმოიდგინეთ თქვენი თავი უფულოდ და დაფიქრდით, იქნებოდით ბედნიერი მის გარეშე?

9. “თუ ღმერთი გიყვარს, ფული არ უნდა გქონდეს“

თუ მიგაჩნიათ, რომ სიღარიბე უფრო წმინდაა, მაშინ გაიხსენეთ, რომ მეფე სოლომონი ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო. გარდა ამისა, ალმასები და ოქრო გაკეთდა ღვთის ხალხისთვის და არა - ღვთის მტრებისთვის.

10. „ფულია არც ისე მნიშვნელოვანია“

ხალხი ხშირად ამბობს „ეს უბრალოდ ფულია“ ან „მე ამას ფულზე არ გავაკეთებ“. თუ ასე ფიქრობთ, მაშინ რატომ იღებთ გაკეთებული საქმის სანაცვლოდ ფულს? ფული მნიშვნელოვანია ყველგან და ყველა სფეროში. ისინი, ვინც ამას ბოლომდე ვერ აცნობიერებენ, ფულის ნაკლებობა მუდამ ექნებათ.

როგორც წესი, ფული მის მიმართ თქვენს დამოკიდებულებაზე რეაგირებს. თუ თქვენ გაქვთ ორჭოფული დამოკიდებულება ფულის მიმართ, ჩაიწერეთ ეს ფრაზები და გამოასწორეთ საკუთარი აზრები. მოამზადეთ თქვენი გონება, რომ მზად ხართ ნამდვილი სიმდიდრისთვის. დაიმახსოვრეთ, როდესაც გონება მზადაა, ფულიც მოვა. სამყარო ფულს მხოლოდ მაშინ მოგცემთ, როდესაც თქვენ ამისთვის მზად იქნებით.

კოკა კვირკველია