„თბილისის აეროპორტში“ უკანონოდ შემოტანილი ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საბაჟო გამშვებ პუნქტზე „თბილისის აეროპორტი“ უკანონოდ შემოტანილი ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს.

როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, მედიკამენტები ირანის მოქალაქე ს.დ-ს აღმოაჩნდა, რომელიც საქართველოში სტამბოლი-თბილისის რეისით ჩამოფრინდა. ეჭვის საფუძველზე ხელბარგის დათვალიერების შედეგად მებაჟე ოფიცრებმა ჯამში სხვადასხვა დასახელების 223 აბი მედიკამენტი ამოიღეს.

საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-6 განყოფილებას.