თემურ თორდინავამ ოთხი თანამშრომლის გათავისუფლების მიზეზად სისტემის გაჯანსაღება დაასახელა

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა სააგენტოში კიდევ ოთხი თანამშრომლის გათავისუფლების მიზეზს განმარტავს.

როგორც თემურ თრდინავამ განაცხადა, აღნიშნული პირებიდან ორს საპასუხისმგებლო თანამდებობა ეკავა, დანარჩენი ორი კი სპეციალისტის პოზიციას იკავებდა.

თორდინავამ მათი გათავისუფლების მიზეზად სისტემის გაჯანსაღება დაასახელა.

„მსგავსი ტიპის რეორგანიზაცია ნებისმიერ სამსახურში ნორმალური მოვლენაა და სისტემის გაჯანსაღებას, ეფექტიანობის გაზრდასა და გაძლიერებას ემსახურება“, - აღნიშნა თორდინავამ.

მისივე თქმით, მსგავსი ცვლილებები სააგენტოში რამდენიმე თვის წინაც განხორციელდა და ეს ჩვეულებრივი პროცესია მნიშვნელოვანი რეფორმების გასატარებლად.

აღნიშნულ ვაკანტურ თანამდებობებზე თანამშრომლების შერჩევის პროცესი მიმდინარეობს.