ბელგიის ტრანსპორტის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

ბელგიის ტრანსპორტის მინისტრი, ჟაკლინ გალანი თანამდებობიდან გადადგა. როგორც euronews.ge უცხოურ მედიაზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი მინისტრის მიმართ გამოთქმული ბრალდებები გახდა.

”ტრანსპორტის მინისტრის, ჟაკლინ გალანის მისამართით ბოლო დროს არაერთმა ბრალდებამ გაიჟღერა იმასთან დაკავშირებით, რომ მინისტრი ბრიუსელის აეროპორტში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების საქმის კურსში იყო, თუმცა მან სათანადო რეაგირება არ მოახდინა”, - წერს euronews.ge.

ინფორმაციის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: http://www.euronews.ge/archives/4975