აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო რვა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 90 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9,050 პროცენტით, მაქსიმალური - 9,550 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9,325 პროცენტით განისაზღვრა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე