”საქართველოს რკინიგზა” კალათბურთის ფედერაციის მხარდამჭერი ხდება

სააქციო საზოგადოება ”საქართველოს რკინიგზა” საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდამჭერი ხდება, - ამის შესახებ ”საქართველოს რკინიგზაში” აცხადებენ.

ხვალ კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა და „საქართველოს რკინიგზას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ფედერაციის მხრიდან ხელშეკრულებას პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე, ხოლო „საქართველოს რკინიგზიდან“ გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე მოაწერენ ხელს.

”ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია საქართველოს ეროვნულსა და ასაკობრივ ნაკრებებთან ერთად სუპერლიგას ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს”, - აცხადებენ ”საქართველოს რკინიგზაში”.

კომპანიის ინფორმაციით, მხარდაჭერა 3 ასაკობრივ - 16, 18 და 20-წლამდელთა ნაკრებებზე გავრცელდება.