Facebook-ში დაპოსტვით მალე ფულს იშოვით

სოციალური ქსელი Facebook მომხმარებლებისათვის საინტერესო პოსტისთვის ფულის გადახდას აპირებს. ამის შესახებ გამოცემა The Verge იუწყება.

ამ დროისთვის სოციალური ქსელი მომხმარებლების წახალისების მეტნაკლებად საინტერესო გზებს იკვლევს. მათ შორის განიხილება ერთი ვარიანტი, რომლის მიხედვით მკითხველს, რომელსაც მოეწონება პოსტი, შეუძლია დატოვოს „ბონუსი“, შემოწირულობა ან საერთოდაც მიიღოს პროცენტი სარეკლამო შემოსავლიდან.

კომპანიის აზრით, მომხმარებლებმა ლაიქებისა და რეპოსტების ბოროტად გამოყენება დაიწყეს, ამიტომ ამ გზით სოციალური ქსელი ავტორთა წახალისებას აპირებს. ამასთან, Instagram-ის გამოჩენის შემდეგ, „ფეისბუქში“ შემცირდა საკუთარი ფოტოების პუბლიკაციების რაოდენობა.

კოკა კვირკველია

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე