Energy Community-მ სემეკ-ის მონაწილეობით შემუშავებული ანგარიში დაამტკიცა

ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელმა საბჭომ (Energy Community Regulatory Board) დაამტკიცა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრების მონიტორინგის 2015 წლის ანგარიში ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყნებისა და საქართველოს შესახებ.

როგორც სემეკი-დან იუწყებიან, ანგარიშის ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობის მონიტორინგის ნაწილი მომზადებულია სემეკ-ის ელექტროენერგეტიკული დეპარტამენტის ექსპერტების - ზვიად გაჩეჩილაძისა და ნიკოლოზ სუმბაძის მიერ, რომლებიც ამავდროულად ენერგეტიკული გაერთიანების ელექტროენერგეტიკული სამუშაო ჯგუფის ბაზრების მონიტორინგის მიმართულების ხელმძღვანელები არიან.

სემეკ-ის ინფორმაციით, ელექტროენერგეტიკული საბითუმო ბაზრის მონიტორინგის ანგარიშში წელს პირველად იქნა გამოყენებული ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებლების თანამშრომლობის სააგენტოს (ACER) ელექტროენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის მეთოდოლოგია (https://www.energy-community.org/portal/page/portal/ENC_HOME/DOCS/4120377/310EA70C92EB668EE053C92FA8C042FA.pdf).