ნავთობის ფასი დაეცა

მსოფლიო ბაზარზე გასულ კვირას ნავთობზე ფასის ზრდის შემდეგ, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად "შავი ოქროს" ფასი დაეცა.

ნიუ იორკის ბირჟაზე აშშ-ის ნედლი ნავთობის ფასი 1,6%-ით (0,70$) გაუფასურდა და ბარელზე 43,03 დოლარი შეადგინა.

1,4%-ით (0,62$) დაეცა „ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასი და ბარელზე 44,49 დოლარი შეადგინა.

გასულ კვირას ნავთობის ფასის ზრდას ხელი შეუწყო აშშ-ში ნავთობის მარაგების მცირე ზრდამ და ამერიკული დოლარის შესუსტებამ. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ნავთობის კომერციული მარაგები წინა კვირას 2,1 მილიონი ბარელით - 538,6 მილიონ ბარელამდე გაიზარდა ნაცვლად ნავარაუდევი 2,4 მილიონი ბარელისა.