წინა თვესთან შედარებით, მარტში კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 3 %-ით შემცირდა

წინა თვესთან შედარებით, მარტში კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 3 %-ით შემცირდა. კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკი ინფორმაციას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2016 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 17 საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 1 - უცხოური ბანკის ფილიალით.

მარტში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 0.8 მლრდ ლარით, ანუ 3.0 პროცენტით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.2 პროცენტით) და 24.7 მლრდ ლარი შეადგინა.

სებ-ის ინფორმაციით, საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 3.5 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 14.4 პროცენტია.