დმანისის გზის სარეაბილიტაციო პროექტი ბიუჯეტიდან 3 მილიონ 149 ათასი ლარით დაფინანსდება

დმანისის მუნიციპალიტეტში, დიდი დმანისი-დმანისი-გომარეთი-ბედიანის 8,4 კილომეტრიანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. გზის რეაბილიტაციის სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ხერგიანმა დაათვალიერა.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, გზის აღნიშნული მონაკვეთი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებზე გადის და 30 წელზე მეტია რეაბილიტაცია არ ჩატარებია. მიმდინარე პროექტი ითვალისწინებს: ასფალტ-ბეტონის საფარის, მწყალგამტარი მილების, კიუვეტებისა და გაბიონების მოწყობას; ასევე, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, გზის შემოფარგვლის, საგზაო ნიშნების მონტაჟისა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოებს. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება მდ. შუახრამზე არსებულ ხიდსაც. ხოლო მდ. ახაზე ერთი ახალი სახიდე გადასასვლელი აშენდება.

გზის სარეაბილიტაციო პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 მილიონ 149 ათასი ლარია.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე