აშშ-ის ავიადარტყმების შედეგად „ისლამურმა სახელმწიფომ“ 800 მლნ დოლარი დაკარგა

აშშ-ის ავიადარტყმების შედეგად „ისლამურმა სახელმწიფომ“ 800 მილიონი აშშ დოლარი დაკარგა. როგორც „ბიბისი“ იტყობინება, ამის შესახებ ერაყში აშშ-ის სამხედრო სარდლობის წარმომადგენელმა გენერალმა პიტერ გერსტენმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ამერიკული ავიაცია ბომბავდა იმ შენობებს, სადაც ტერორისტები ფულს ინახავდნენ.

პიტერ გერსტენის ცნობით, ფინანსური აქტივების დაკარგვის გამო „ისლამურ სახელმწიფოში“ დეზერტირობის დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა.

სხვადასხვა მონაცემებით, გასულ წელს „ისლამური სახელმწიფოს“ ბიუჯეტი 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა.