Apple-ის აქციები 8%-ით დაეცა

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია Apple-ის აქციები ნიუ-იორკის ბირჟაზე ვაჭრობის შემდეგ თითქმის 8%-ით დაეცა.

კომპანიის ფასიანი ქაღალდების გაუფასურება iPhone-ის გაყიდვების შემცირებას მოჰყვა. "როიტერის" ინფორმაციით, iPhone-ის გაყიდვები 2007 წლის შემდეგ პირველად შემცირდა, კომპანიის მოგებამ კი პირველად იკლო 2003 წლის შემდეგ.

მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში Apple-ის წმინდა მოგება 22,8%-ით - 10,5 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, კვარტალური მოგება კი 12,8%-ით - 58-დან 50,6 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე