ვენესუელაში საჯარო მოხელეები კვირაში მხოლოდ ორი დღე იმუშავებენ

ნავთობზე ფასის დაცემისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევის მიზნით, ვენესუელას მთავრობამ საჯარო მოხელეთათვის ორდღიანი სამუშაო კვირის დაწესების შესახებ განკარგულება გასცა.

გავრცელებული ინფორმაციით, კრიზისის დარეგულირებამდე საჯარო მოხელეები სამსახურში მხოლოდ ორშაბათსა და სამშაბათს ივლიან.

გადაწყვეტილება 2 მილიონამდე საჯარო მოხელეს შეეხება.

შეგახსენებთ, რომ ვენესუელას პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ აპრილსა და მაისში პარასკევი დღე უქმედ გამოაცხადა, რათა ”შეამციროს ელექტროენერგიის მოხმარება”.

წყარო: http://www.euronews.ge/archives/5779