დაცვის პოლიცია სკანდალში გაეხვა - რას უჩივიან 125-ის სამსახურს დაცვის სხვა კომპანიები?

სარჩელი დაცვის პოლიციის წინააღმდეგ - არასამთავრობო ორგანიზაცია "კონკურენციის ცენტრი" იმ ნორმების გაუქმებას ითხოვს, რომელიც დაცვის პოლიციას უფლებას აძლევს, კერძო დაცვის კომპანიებს კონკურენცია გაუწიოს და იმავდროულად, კონკურენტების მაკონტროლებლის ფუნქცია შეასრულოს. ორგანიზაციამ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი დაცვის კომპანიების მიმართვის შემდეგ შეიტანა. როგორც "კონკურენციის ცენტრში" აცხადებენ, დაცვის პოლიციისთვის მინიჭებული უფლებამოსილება კერძო კომპანიებს არაკონკურენტულ პირობებში აყენებს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე