შსს - 2016 წლის I კვარტალში საქართველოს სახელმწიფოს საზღვრის კვეთა 3 667 079-ჯერ განხორციელდა

2016 წლის I კვარტალში საქართველოს სახელმწიფოს საზღვრის კვეთა (შემოსვლა+გასვლა) 3 667 079-ჯერ განხორციელდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, აქედან 62% შემთხვევებში საზღვრის კვეთა უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ განხორციელდა, 38% კი - საქართველოს მოქალაქეების მიერ.

სახელმწიფო საზღვარზე მოქალაქეთა გადაადგილების დინამიკა სახელმწიფოების მიხედვით ასეთია: აზერბაიჯანი - 707 764 (აქედან 353 190 - შემოსვლა, 354 574 - გასვლა), თურქეთი - 549 324 (273 615 - შემოსვლა, 275 709 - გასვლა), სომხეთი - 466 178 (229 127 - შემოსვლა, 237 051 - გასვლა), რუსეთი - 295 974 (შემოსვლა - 144 798, გასვლა - 151 176), უკრაინა - 57 317 (შემოსვლა - 28 409, გასვლა - 28 908), ირანი - 31 823 (შემოსვლა - 16 499, გასვლა - 15 324). შემდეგ მოდიან: ყაზახეთი - 12 724, აშშ - 10 466, ისრაელი - 9 332, ინდოეთი - 9 172, გერმანია - 9 064, ფილიპინები - 8 271, ბელორუსი - 7 353, არაბთა გაერთიანებული ემირატები - 6 701.

სასაზღვრო-გამტარი პუნქტების მიხედვით ყველაზე ინტენსიური მოძრაობა სარფის სასაზღვრო-გამტარ პუნქტზე ფიქსირდება. პირველ ხუთეულში ასევე შედის წითელი ხიდი, სადახლო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი და ყაზბეგი.