Apple-ის თანამშრომელმა კომპანიის სათავო ოფისში თავი მოიკლა

ამერიკული კომპანია Apple-ის თანამშრომელი კომპანიის კუპერტინოს სათავო ოფისში გარდაცვლილი იპოვეს.

პოლიციის განცხადებით, 25 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით მოიკლა თავი.

„სიენენის“ ინფორმაციით, უცნობია რა პოზიციაზე მუშაობდა მამაკაცი.

„ჩვენ გულგატეხილები ვართ ახალგაზრდა, ნიჭიერი თანამშრომლის ტრაგიკული გარდაცვალებით“, - ნათქვამია Apple-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.