"ფილიპ მორისის" პროდუქცია 20-30 თეთრით გაიაფდა - კომპანიამ "ომეგა" GDM-ით ჩაანაცვლა

თითქმის ოთხთვიანი ინტერვალის შემდეგ ადგილობრივ ბაზარზე "ფილიპ მორისის" თამბაქოს პროდუქცია დაბრუნდა. თუმცა მრავალწლიანი პარტნიორის "ომეგას" ნაცვლად, სარეალიზაციო ქსელებს პროდუქციით "ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია" ამარაგებს. "ომეგა ჯგუფმა" და "ფილიპ მორისმა" კი დისტრიბუციის ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით ოფიციალურად განაცხადეს. ახალ დისტრიბუტორთან ერთად "ფილიპ მორისი" ბაზარზე განახლებული ფასებით დაბრუნდა. ბრენდის პროდუქცია 20-30 თეთრით არის გაიაფებული.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე