რა გაცვალეს ბოტანიკურმა ბაღმა და ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ - დრონით გადაღებული კადრები

"დიდმა პოლიტიკამ" ფლორასა და ფაუნამდეც მიაღწია - ყვავილებისა და ხეების თემა უფრო და უფრო აქტიურად მონაწილეობს შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებაში. პირველ სერიას ერქვა "მცურავი ხე", მეორე სერიას კი "ბოტანიკური გაცვლა-გამოცვლა"...

ხუმრობა იქით იყოს და საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა კარგად ვერ გაიგო, რა გაცვალეს ერთმანეთში ბოტანიკურმა ბაღმა და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანია "ფინსერვის XXI"-მა და რატომ აპროტესტებდნენ ამას "ნაციონალები"(აქციებს ნიკა მელია ხელმძღვანელობდა). მერია შეეცადა განმარტებების გაკეთებას, თუმცა, უკვე ტრადიციულად, ეს გამოუვიდა ბუნდოვნად...

გთავაზობთ ირაკლი გედენიძის მიერ, დრონით გადაღებულ კადრებს, რომელშიც ნათლად ჩანს, თუ რეალურად, როგორ გამოიყურება ის ტერიტორიები, რომლებიც ბოტანიკურმა ბაღმა და ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ გაცვალეს. საკითხში უფრო უკეთესად გარკვევისთვის კი, "კვირის პალიტრის" სტატია წაიკითხეთ.

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე