რა სახის დარღვევები აღმოაჩინეს პურსა და პურპროდუქტებში?

"ბიზნესპრესნიუსს" სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტოს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო პურისა და პურ-ფუნთუშეულის საწარმოების სახელმწიფო კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს.

მიმდინარე წელს სააგენტოს მიერ უკვე განხორციელდა 93 შემოწმება. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოდან "ბიზნესპრესნიუსს" აცნობეს, ეს გახლდათ დოკუმენტური, გეგმური და არაგეგმური ინსპექტირება. სააგენტოს მუშაკების მიერ სამ საწარმოში სურსათის ეტიკეტირების წესის დარღვევა დაფიქსირდა, რის გამოც ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ.

"კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა ერთ თონეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ პურის ლაბორატორიული კვლევები ჩატარდა შემდეგ მაჩვენებლებზე: ტყვია, დარიშხანი, კადმიუმი, ვერცხლისწყალი, სპილენძი, თუთია, აფლატოქსინი B1, T-2 ტოქსინი, ზეარალენონი, ჰექსაქლორციკლოჰექსანი, დდტ და მისი მეტაბოლიტები", - აღნიშნეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

სააგენტოს ინფორმაციით, გამოკვლეულ ნიმუშებში დარღვევა არ აღმოუჩენიათ.

ხათუნა ჩიგოგიძე