ევროკავშირის წევრი ქვეყნები მიგრანტების მიღებაზე უარისთვის, შესაძლოა, ერთ ლტოლვილზე 250 000 ევროთი დაჯარიმდნენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომლებიც უარს იტყვიან მიგრანტების მიღებაზე დაჯარიმდებიან. ამის შესახებ Financial Times ევროპულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

კერძოდ, გამოცემის ცნობით, ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ უნდა გაინაწილოს მიგრაციის ტვირთი და ევროპის ტერიტორიაზე ჩასული თავშესაფრის მაძიებლები გადაინაწილოს შესაბამისი კვოტის მიხედვით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა შესაძლოა, დაჯარიმდეს 250 000 ევროთი ერთ ლტოლვილზე.