ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდა გრძელდება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ნიუ იორკის სასაქონლო ბირჟაზე WTI-ის მარკის ნავთობის ღირებულება 0,92%-ით გაიზარდა და ბარელზე 45,19 დოლარი შეადგინა.

0,89%-ით გაიზარდა „ბრენტის“ მარკის ფასი ლონდონის ბირჟაზე და ბარელზე 46,24 დოლარს მიაღწია.