პროფკავშირები მთავრობას შრომის უსაფრთხოების კუთხით ცვლილებების გატარებისკენ მოუწოდებს

პროფესიული კავშირების გაერთიანება მთავრობას შრომის უსაფრთხოების კუთხით ცვლილებების გატარებისკენ მოუწოდებს. როგორც პროფკავშირებში აცხადებენ, სამუშაო ადგილზე უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისთვის აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება. ამასთან, გაერთიანებაში აღნიშნავენ, რომ დღეს არსებული შრომის ინსპექცია ამ მიმართულებით ქმედითი ინსტიტუტი არაა. დამსაქმებელთა ასოციციაში კი აცხადებენ, რომ შრომითი ურთიერთობებისას ორივე მხარის ინტერესები უნდა იყოს დაცული.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე