არჩილ მესტვირიშვილი მიიჩნევს, რომ 2015 წლის ძირითადი გამოწვევა საგარეო შოკი იყო

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი მიიჩნევს, რომ 2015 წლის ძირითადი გამოწვევა საგარეო შოკი იყო.

როგორც მესტვირიშვილმა გასული წლის შეფასებისას აღნიშნა, ქვეყანამ საგარეო შოკს შედარებით უკეთესად გაუძლო, ვიდრე შეიძლებოდა სხვა სიტუაციაში ყოფილიყო.

”ჩემი შეფასებით, ეს იყო რთული წელი, თუმცა სირთულეებს წარმატებით გავართვით თავი და ეს რაც დრო გავა, უფრო მეტად გამოჩნდება. ძირითადი გამოწვევა საგარეო შოკი იყო. ქვეყანამ გაუძლო საგარეო შოკს შედარებით უკეთესად, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო სხვა სიტუაციაში, რადგან ძალიან მსხვილი საგარეო შოკი იყო”, - განაცხადა მესტვირიშვილმა.

საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველწლიურად, არაუგვიანეს 1-ელი მაისის პარლამენტს წლიურ ანგარიშს წარუდგენს, რომელშიც განხილულია ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლითაც ხელმძღვანელობდა ქვეყნის ცენტრალური ბანკი საანგარიშო პერიოდში. აგრეთვე ასახულია მისი შეფასებები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პროცესებზე, რომლებიც საანგარიშო წლის განმავლობაში არსებით გავლენას ახდენდა საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობასა და ეროვნული ბანკის მიერ დასახული ამოცანების შესრულებაზე.

2015 წლის ანგარიში ეროვნული ბანკის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნებულია.