ბათუმში, მშენებარე კორპუსიდან ჩამოვარდნის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა

ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩაზე მშენებარე კორპუსის მე-6 სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა. ის ადგილზე გარდაიცვალა.როგორც ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა მინდია კახიძემ განაცხადა, გამოძახებიდან ხუთ წუთში სასწრაფოს ბრიგადა ადგილზე იყო, თუმცა მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.

მინდია კახიძის განმარტებით, ექიმებმა გარდაცვალება ადილზევე დააფიქსირეს, თუმცა გარშემომყოფების თხოვნით მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით აღიძრა, რაც სამშენებლო საქმიანობის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხობს.