აზერბაიჯანი თურქეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმების ინიციატივით გამოდის

აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარტია ”ენი აზერბაიჯანის” აღმასრულებელი მდივნის მოადგილე, სიავუშ ნოვრუზოვი თურქეთთან უვიზო რეჟიმის დაწესების ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ euroline.ge წერს.

“აუცილებელია გავახანგრძლივოთ თურქეთთან ვიზის მოქმედების ვადა 3 თვიდან ერთ წლამდე ან სრულად გავაუქმოთ სავიზო რეჟიმი”, – განაცხადა ნოვრუზოვმა.

აღმასრულებელი მდივნის მოადგილის ინიციატივის მხარდამჭერი დეპუტატების განცხადებით, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებული სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

ინფორმაციის წყარო: http://www.euroline.ge/?p=6490