მთაწმინდის შემოერთებულ ტერიტორიებზე 250 ფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-მცენარე დაირგო

საგაზაფხულო გამწვანების ღონისძიებების ფარგლებში, მთაწმინდის რაიონში გამწვანების აქცია გაიმართა. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, მთაწმინდის რაიონის შემოერთებულ ტერიტორიებზე, ტაბახმელასა და შინდისში 190 კვიპაროსის ხე დაირგო. კიკეთსა და კოჯორში კი, 60 ფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-მცენარე.

გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღეს მთაწმინდის რაიონის გამგებელმა გელა არჩვაძემ, რაიონის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ჯაბა ჯიშკარიანმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, მოსახლეობამ და სკოლის მოსწავლეებმა.

მერიის ინფორმაციით, საგაზაფხულო სეზონის დასრულებამდე, მთაწმინდის რაიონში 1 000 წიწვოვანი და ფოთლოვანი ხე დაირგვება.