ვიქტორ ორბანი - 250 000 ევროიანი ჯარიმა მუცელში დარტყმაა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ლტოლვილების მიღებასთან დაკავშირებით ევროკომისიის მიერ შეთავაზებულ დაჯარიმების სისტემას ”მუცელში დარტყმად” აფასებს.

აქედან გამომდინარე, როგორც euroline.ge წერს, ორბანი მიიჩნევს, რომ ევროკომისიის გეგმა შეცდომას წარმოადგენს.

”აჯობებს, კომისიამ საზღვრებს დაცვაზე მოახდინოს ფოკუსირება”, - განაცხადა ორბანმა უნგრეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.

როგორც ცნობილია, ევროკომისია აპირებს თითოეულ ლტოლვილზე, რომლის მიღებაზეც ევროკავშირის წევრი ქვეყნები უარს იტყვიან, 250 ათას ევროიანი სანქცია აამოქმედოს.

ინფორმაციის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: http://www.euroline.ge/?p=6549