ბიძინა ივანიშვილი მზადაა, მის მიერ დაწყებული 8 კონკრეტული პროექტი ინვესტორებს გადასცეს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით და ინვესტირებით 8 ახალი პროექტი განხორციელდა, - ამის შესახებ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელმა ირაკლი ქარსელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

”პროექტების ინიციატორი და ინვესტორი ბიძინა ივანიშვილი მზად არის პროექტების განვითარების ნებისმიერ ეტაპზე მხოლოდ გაწეული დანახარჯების ანაზღაურებით, ყოველგვარი კომერციული სარგებლის გარეშე გადასცეს აღნიშნული პროექტები დაინტერესებულ ინვესტორს, რომელიც მოცემული პირობების ფარგლებში შეძლებს აღნიშნული პროექტების განვითარებას”, - განაცხადა ქარსელაძემ.