FASANARA CAPITAL - ნავთობზე ფასები 10 დოლარამდე დაეცემა

ბრიტანული კომპანია FASANARA CAPITAL უახლოეს ათ წელიწადში ნავთობზე ფასის 10 დოლარამდე ვარდნას არ გამორიცხავს.

„ნავთობზე ფასების ვარდნა უახლოეს წლებშიც გაგრძელდება, რაც საბოლოო ჯამში იქამდე მიგვიყვანს, რომ ბარელზე ნავთობის ფასი ერთ დღეს 10 დოლარამდე დაეცემა“, - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ფრანჩესკო ფილიამ.

მისივე თქმით, „შავი ოქროს“ მოპოვების ზრდა ნავთობის მიწოდებას გაზრდის ბაზარზე, რომელიც ისედაც გადაჭარბებით იღებს ნავთობს.

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს პროგნოზით, 2020 წლისთვის ნავთობზე ფასები ბარელზე 50-60 დოლარი იქნება. კომპანია Deloitte -ის 2015 წლის ანგარიშის თანახმად კი, აშშ-ის ნედლ ნავთობის ფასი 2022-2023 წლებში ბარელზე საშუალოდ 80 დოლარს მიაღწევს.