მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფოტოები

ზოგიერთი ფოტოს ღირებულება ხელოვნების ცნობილ ნიმუშებს უტოლდება.

2014 წელს ავსტრალიელი ფოტოგრაფის პიტერ ლიკის ნამუშევარი ფოტოსთვის რეკორდულ თანხად - 6,5 მილიონ დოლარად გაიყიდა. თუმცა, ის ერთადერთი არ არის, ვინც თავის ნამუშევარს რამდენიმე მილიონ დოლარად შეელია.

გამოცემა The Culture Trip-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფოტოების რეიტინგი შეადგინა.

პიტერ ლიკი: ფანტომი

2014 წლის ნოემბერს ავსტრალიელ ფოტოგრაფ პიტერ ლიკს შეატყობინეს, რომ კერძო კოლექციონერს მისი ნამუშევრის შეძენა 6,5 მილიონ დოლარად სურდა. შავ-თეთრი ფოტო ამერიკაშია გადაღებული, ანტილოპას კანიონზე. კანიონის გამოქვაბულს შუქი ეცემა და შთაბეჭდილება იქმნება, რომ მოჩვენებაა გამოსახული.

ანდრეას გურსკი: რეინ II

1999 წელს გერმანელმა ფოტოგრაფმა ანდრეას გურსკიმ გადაიღო ფოტო რეინ II, რომელიც 4,3 მილიონ დოლარად შეიძინა ანონიმურმა მყიდველმა.

სინდი შერმანი: უსათაურო #96

აღიარებულმა ამერიკელმა ფოტოგრაფმა სინდი შერმანმა კონცეპტუალური ავტოპორტრეტებით გითქვა სახელი, რომლებიც ქალებზე სტერეოტიპულ შეხედულებებს დასცინიან. მოგვიანებით შერმანი ყველაზე გაყიდვად ქალ ფოტოგრაფად იქცა, მას შემდეგ, რაც ”უსათაური #96” 3,89 მილიონ დოლარად გაიყიდა.

ანდრეას გურსკი: 99 ცენტი

ანდრეას გურსკის ფოტოზე სუპერმარკეტების რიგებია აღბეჭდილი. ფოტო 2007 წელს მილიარდერმა ვიქტორ პინჩინკუმ აუქციონზე 3,35 მილიონ დოლარად შეიძინა.

ედვარდ შტაიხენი: მთვარის შუქი გუბეში

ამერიკელმა ფოტოგრაფმა ედვარდ შტაიხენმა 1904 წელს წარმოადგინა ფოტო სახელწოდებით ”მთვარის შუქი გუბეში”, რომელიც მისი ნოვატორული საქმიანობის ბრწყინვალე ნიმუშია. ფოტო 2006 წელს გაიყიდა აუქციონზე 2,9 მილიონ დოლარად.

პიტერ ლიკი: ილუზია

2014 წლის ნოემბერში კოლექციონერმა, რომელმაც ”ფანტომი” შეიძინა, ლიკისგან ”ილუზიაც” იყიდა. ამ ფოტოში მყიდველმა 2,4 მილიონი დოლარი გადაიხადა, რის შემდეგაც ლიკი ყველაზე გაყიდვადი ფოტოგრაფი გახდა მსოფლიოში.

ალფრედ სტიგლიცი: ჯორჯია ო'კიფი (ხელები)

ცნობილმა ამერიკელმა ფოტოგრაფმა და არტ პრომოუტერმა ალფრედ სტიგლიცმა ცხოვრების უდიდესი ნაწილი ფოტოგრაფიას მიუძღვნა.  ყველა მის ფოტოზე ძირითადად, მისი მუზა და შეყვარებული, მოგვიანებით კი ცოლი ჯორჯია ო'კიფი იყო აღბჭდილი. 2006 წელს ”ჯორჯია ო'კიფი” ნიუ იორკის აუქციონზე 1,47 მილიონ დოლარად გაიყიდა.

იხილეთ ფოტოგალერეა