ვინ არიან ქართველები, რომლებიც ოფშორებში კომპანიებს ფლობენ

გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმი ე.წ. პანამის დოკუმენტების შემცველ ახალ მონაცემებს აქვეყნებს. დოკუმენტებში 200 000-ზე მეტი ოფშორული ანგარიშის შესახებ არის დამატებული ინფორმაცია.

ახალი მონაცემები გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ქართულ მედიას პროექტის ”ორგანიზებული კრიმინალი და კორუფციის კვლევა” წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა ნინო ბაქრაძემ და დეივ ბლოსმა გააცნეს.

როგორც მათ განაცხადეს, ”პანამის დოკუმენტებში” 85 ქართველია მოხსენიებული, რომელთა შორისაც არჩილ კბილაშვილი, ვანო ჩხარტიშვილი, ზაზა ოქუაშვილი, კობა ნაყოფია და დავით იაკობაშვილი არიან.

მათივე განმარტებით, ქართველების ნაწილი ოფშორებში რეგისტრირებული კომპანიების წილის მფლობელი, ნაწილი კი მფლობელების წარმომადგენელია.

”თავისთავად პრობლემა არ არის ის და არც დანაშაულია ის, რომ ვიღაც ოფშორულ ზონაში ფლობს კომპანიას, თუმცა, როგორც წესი, ოფშორულ ზონაში ფლობენ კომპანიას იმიტომ, რომ დამალონ გადასახადები ან სხვადასხვა ფინანსური აქტივობები განახორციელონ ისე, რომ ეს ვერ აკონტროლოს ამა თუ იმ ხელისუფლებამ.

სიაში, რომელიც გამოქვეყნდა, ძირითადად არიან მსხვილი ქართველი ბიზნესმენები, რომლებსაც საქართველოში დიდი ბიზნესები აქვთ და სარგებლობენ ოფშორული კომპანიების მომსახურებით. შედარებით უცნობი გვარები კი არიან წარმომადგენლები - ძირითადად ესენი არიან იურისტები, რომლებსაც აქვთ მინდობილობა და ახორციელებენ იურიდიულ საქმიანობას, თუმცა თუ ნახავთ ამ კომპანიებს, ადვილად გასარჩევია, ვისთან აქვთ კავშირები და ვის შეიძლება წარმოადგენდნენ სინამდვილეში”, - განაცხადა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტმა ნინო ბაქრაძემ.

როგორც ცნობილია, თავდაპირველად ე.წ. პანამის დოკუმენტებმა იურიდიული ფირმა მოსაკ ფონსეკადან გაჟონა. მათში საუბარია სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების, ბიზნესმენებისა და ცნობილი ადამიანების მიერ გადასახადებისგან თავის არიდების ფაქტებზე.

ე.წ. პანამის დოკუმენტებში ჩამოთვლილი ქართველი ბიზნესმენების სრული სიას OCCRP Caucasus აქვეყნებს:

1. ივანე ნაკაიძე  – SOBBIA HOLDINGS CORPORATION (წილის მფლობელი); AXTON OVERSEAS DEVELOPMENT LTD. (POA)

2. ნუგზარ ექვთიმიშვილი  – Rominvest Trading Corp (POA), Dorwin Investments Inc (POA), Finley Trading (POA), FRYSIAN ENGINEERING S.A. (POA)

3. ალექსანდრე გოგოხია  – HOZDEL MANAGEMENT LTD. (წილის მფლობელი), Mission Investments Limited (დირექტორი), AXTON OVERSEAS DEVELOPMENT LTD. (POA), Grassdale Real Estates Corp. (წილის მფლობელი)

4. გივი აკოპაშვილი  – Harrington Development Inc. (POA)

5. არჩილ კბილაშვილი  – Harrington Development Inc. (POA)

6. დავით ასათიანი  – Harrington Development Inc. (POA)

7. ირაკლი კანდაშვილი  – Harrington Development Inc. (POA)

8. დავით ფანქველაშვილი  – Nowall Investments S.A. (POA)

9. პაატა ჩხეიძე – Rominvest Trading Corp (POA)

10. დიმიტრი ჩიქოვანი  – LEXOR CAPITAL CORP. (POA), ADPROJECTS INC. (საბჭოს წევრი)

11. გიორგი კრაველიძე  – LEXOR CAPITAL CORP. (POA)

12. ზაზა ოქუაშვილი  – Finley Trading (წილის მფლობელი), DAGMAR FINANCE GROUP INC. (მფლობელი), Velsan Trading Corp. (წილის მფლობელი)

13. მიხეილ იაშვილი  – International Fuel Service Corp. (წილის მფლობელი)

14. ირაკლი იაშვილი – International Fuel Service Corp. (წილის მფლობელი)

15. გიორგი კაპანაძე  GRENCORD CORP. (წილის მფლობელი), International Fuel Service Corp. (წილის მფლობელი)

16. პაატა ვადაჭკორია – International Fuel Service Corp. (მფლობელი)

17. არჩილ ხელაშვილი – Petrocas Energy Limited (POA), International Fuel Service Corp. (მფლობელი)

18. დავით კეზერაშვილი – Arkenstone Management Limited, SOBBIA HOLDINGS CORPORATION, Future Products Company (ყოფილი მფლობელი)

19. ბექა პაატაშვილი  – Davor Holding Limited (მფლობელი)

20. კახაბერ ნინუა  – Adprojects Inc. (საბჭოს წევრი), Iramar Holding Limited (POA)

21. ბიძინა ივანიშვილი  – LYNDEN MANAGEMENT LTD. (მფლობელი)

22. თეიმურაზ გერსამია – Bexerton Ltd (მფლობელი)

23. კახა შარაბიძე  – TECHNOS DEVELOPMENT INC. (დირექტორი)

24. რევაზ შარანგია  – SILVERADO PROPERTIES INC. (მფლობელი), STAMAR GLOBAL LTD. (წილის მფლობელი), TECHNOS DEVELOPMENT INC. (წილის მფლობელი)

25. ივანე ჩხარტიშვილი  – GROBER COMMERCIAL CORP.; CLAREN VENTURES LTD. (წილის მფლობელი), SILVERADO PROPERTIES INC. (მფლობელი)

26. თეიმურაზ არონია  – LEXOR CAPITAL CORP.(მფლობელი)

27. მიხეილ ჩხარტიშვილი – TECHNOS DEVELOPMENT INC. (დირექტორი), GROBЕR сOМMЕRCIAL CORP. (დირექტორი).

28. ნათია ჩხარტიშვილი – GROBER COMMERCIAL CORP. (მფლობელი)

29. კობა ნაყოფია  – Cuento Portfoilio Corp. (POA)

30. ხვიჩა მაქაცარია  – STAMAR GLOBAL LTD. (წილის მფლობელი)

31. ზაზა გოდელაშვილი (რუსეთის ფედერაცია) – LINDOS INTERNATIONAL LTD. (წილის მფლობელი)

32. დავით ხიდაშელი – INFORMAP WORLDWIDE LIMITED -EX- HESDAN LIMITED (წილის მფლობელი)

33. ზაზა ქათამაძე – Georgia Rudomar S.A. (წილის მფლობელი)

34. მიხეილ გოგლიჩიძე – HARMON PREMIER LTD. (მფლობელი)

35. მიხეილ ლელაშვილი – PERSONAL ADVISERS & CO. (დირექტორი)

36. ლევან კაჭარავა – Garissa Ltd (მფლობელი)

37. გიორგი გაჩეჩილაძე – Garissa Ltd (მფლობელი)

38. გოჩა მეგრელიძე  – Garissa Ltd (მფლობელი)

39. ბორის თორდია – H.B.M Global LIMITED (წილის მფლობელი)

40. ლიანა კობიაშვილი – OOCO LTD., FOL TRADING CORP. (წილის მფლობელი)

41. ზაალ კეჟერაშვილი – WADEX INTERNATIONAL LIMITED (მფლობელი), OOCO LTD. (წილის მფლობელი)

42. გიორგი კეჟერაშვილი – OOCO LTD. (წილის მფლობელი)

43. შორენა გველესიანი – OOCO LTD. , FOL TRADING CORP. (წილის მფლობელი)

44. კობა კეჟერაშვილი – OOCO LTD. , FOL TRADING CORP. (წილის მფლობელი)

45. თეიმურაზ ქორქაშვილი – FOL TRADING CORP. (წილის მფლობელი)

46. თამაზ კირეულიშვილი – FOL TRADING CORP. , DONROY COMPANY INCORPORATED (წილის მფლობელი)

47. თამაზ ჯახუტაშვილი  – ILKLEY OVERSEAS LIMITED, BVI (წილის მფლობელი)

48. ზურაბ ნიჟარაძე – ILKLEY OVERSEAS LIMITED (წილის მფლობელი)

49. დავით იაკობაშვილი – (შვედეთის პასპორტი) – SOBBIA HOLDINGS CORPORATION; AXTON OVERSEAS DEVELOPMENT LTD. (მფლობელი)

50. თამაზ ჩხიკვიშვილი  – GRUPO ALIMENTARE S.A. (მფლობელი)

51. გურამ მოქია  – EDENVALE VENTURES LTD. (დირექტორი)

52. გიორგი ლაშხი – CLAREN VENTURES LTD. (დირექტორი)

53. თამაზ ნიჟარაძე – ELENCO HOLDINGS INC., DESTON COMPANY S.A. (POA)

54. გიორგი ექვთიმიშვილი  – Rominvest Trading Corp. (POA)

55. ქეთევან ნაცვლიშვილი – Horizon Group limited, NDI Enterprises Limited – დირექტორი

56. გოჩა ხანდოლიშვილი  – SAMPOR GLOBAL CORP. (წილის მფლობელი)

57. პაატა ჩხეიძე  – Rominvest Trading Corp. (POA)

58. ნიკოლოზ ასანიძე – MOOVEN INTERNATIONAL S.A. , Velsan Trading Corp. (POA)

59. ვასილ ბიბილაშვილი  – Axton Overseas Development Ltd, Davor Holding Limited (POA)

60. ზაზა ბიბილაშვილი – Axton Overseas Development Ltd, Davor Holding Limited (POA)

61. გიორგი სარაჯიშვილი  – Axton Overseas Development Ltd, Davor Holding Limited (POA)

62. ირაკლი კორძახია  – ARGOTRANS LIMITED (POA)

63. სოფიო როინიშვილი – ARGOTRANS LIMITED (POA)

64. დავით რაფავა – Silk Road Group S.A. (10%-ს მფლოსბელი)

65. ალექსანდრე ლაცაბიძე – Rominvest Trading Corp. (POA)

66. გიორგი ქურდაძე – FELMARK TRADING INC. (POA)

67. მარიამ ჯაფარიძე  – NOWALL INVESTMENTS GLOBAL S.A. , Dagmar Finance Group Inc. (POA)

68. ნიკოლოზ ქურდაძე  – FELMARK TRADING INC. (POA)

69. რატი ღვამბერია  – TERRAMAR ENERGY, TECHNOS DEVELOPMENT INC (დირექტორი)

70. ზაზა ქათამაძე  – RUDOMAR S.A. (წილის მფლობელი)

71. თეიმურაზ კვერნაძე – GENOVA MANAGEMENT LTD. (წილის მფლობელი)

72. ილია ცინცაძე  – Deston Company S.A. (წარმომადგენელი)

73. ლევან ენუქიძე – Silk Road Group SA (POA)

74. ვაჟა კეჭაყმაძე  – INTERDRILLINGSERVISE LTD (ადმინისტრატორი)

75. კახა დამენია  – STAMAR GLOBAL LTD. (დირექტორი)

76. ნინო კიკვაძე  – PONTOS ENERGY LIMITED (დირექტორი)

77. გიორგი კრაველიძე  – LEXOR CAPITAL CORP. (POA)

78. რატი ჭელიძე  – Petrocas Energy Management Limited, FPC Group (მრჩეველი)

79. ალექსანდრე ნიკოლაიშვილი – BLENVILLE REAL ESTATES LTD. (წილის მფლობელი)

80. ზაზა ლეჟავა – BETLEY PACIFIC LIMITED (წილის მფლობელი)

81. იოსებ მგელაძე  – Sobbia Holdings Corporation (დირექტორი), Rylf Management S.A. (POA)

82. კობა საძაგლიშვილი – Smod Equites Corp. (POA),

83. დავით ბერიშვილი – SUPERLINE HOLDINGS LTD; B.V.I. (POA)

84. თეიმურაზ კვერნაძე – GENOVA MANAGEMENT LTD. (წილის მფლობელი)

85. დავით კეჩხუაშვილი – BETLEY PACIFIC LIMITED (დირექტორი)

წყარო: www.occrpcaucasus.org