მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ალმასი რეკორდულ ფასად გაიყიდა

მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ალმასი რეკორდულ ფასად გაიყიდა.

კანადურმა კომპანია Lucara Diamond Corporation-მა ძვირფასი ქვა 63 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა.

ეს არის ყველაზე დიდი თანხა, რომელიც ძვირფასი ქვების ისტორიაში დაუმუშავებელი ალმასისთვის გადაიხადეს.

უზარმაზარი თანხის გარდა, კომპანია მიიღებს 10%-ს ყველა იმ გარიგებიდან, რომელიც ქვის დამუშავების შემდეგ დაიდება.

Lucara Diamond Corporation-მა ალმასი ბოტსვანაში გასულ წელს მოიპოვა. ძვირფასი ქვის წონა 813 კარატია. კომპანიის ინფორმაციით, ივნისში გაიყიდება ბოტსვანაში ნაპოვნი კიდევ ერთი ალმასი, რომელიც უფრო დიდი წონისაა.