ქუთაისის მერიის შენობაში „ერთი ფანჯრის პრინციპზე“ მოწყობილი სივრცე გაიხსნა

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში „ერთი ფანჯრის პრინციპზე“ მოწყობილი სივრცე გაიხსნა.ღონისძიებას ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ლოს დაუმა, ქუთაისის მერი შოთა მურღულია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი და თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

სივრცეში მომხმარებელს შეუძლია იმ სერვისის მიღება, რომლის განხორციელებაც მერიის და საკრებულოს უფლებამოსილებაა. მოქალაქეებს შეეძლებათ : განაცხადის ჩაბარება და კონსულტირება, სოციალური საჭიროებებისათვის საჭირო დოკუმენტების ჩაბარება და კონსულტირება, საჯარო ინფორმაციაზე განაცხადის მიღება, სანებართვო საკითხებზე განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის მიღება და კონსულტირება, ასევე სხვა ნებისმიერ სერვისზე განაცხადის ჩაბარება. სერვისის მიღების მსურველთა თანმიმდევრობას სპეციალურად ინტეგრირებული რიგის მართვის ელექტრონული სისტემა აწესრიგებს. ახლად გახსნილი სივრცე წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების კიდევ უფრო გამართულ ფუნქციონირებას შეუწყობს ხელს.