2015 წელს მსოფლიოში იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვმა 40,8 მილიონი შეადგინა

მსოფლიოს მასშტაბით 2015 წელს იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 40,8 მილიონი შეადგინა. ამის შესახებ „დოიჩე ველეს“ ცნობით, ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს და იძულებით გადაადგილების მონიტორინგის ცენტრის ერთობლივ ანგარიშშია ნათქვამი.

დოკუმენტის მიხედვით, მხოლოდ გასულ წელს 8.6 მილიონი ადამიანი გახდა იძულებით გადაადგილებული პირი. მათი ნახევარი ერაყის, სირიის და იემენის კონფლიქტის ზონებიდანაა.

ამას გარდა, მხოლოდ სირიაში იძულებით გადაადგილებულთა რიცხვი 1.3 მილიონით, ხოლო ერაყში 1.1 მილიონით გაიზარდა.