ფერმერები მიწის გადასახადის ტარიფების გადახედვას ითხოვენ - რას ითვალისწინებს ახალი პეტიცია?

ფერმერები სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადის განაკვეთების ცვლილებას ითხოვენ. მათი თქმით, 2012 წელს დადგენილი ტარიფები, რომელიც რაიონული პრინციპით გადანაწილდა, არ ითვალისწინებს რეგიონებში არსებულ განსხვავებულ პირობებს. შესაბამისი მოთხოვნით პეტიციაც შემუშავდა, რომლითაც ფერმერები პარლამენტს, მთავრობასა და პრეზიდენტს მიმართავენ და მიწის გადასახადის 2010 წლის ნიშნულზე დაბრუნებას ითხოვენ. როგორც პეტიციის ავტორი ბექა გონაშვილი განმარტავს, სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადის არსებული განაკვეთები ფერმერებს არათანაბარ პირობებში აყენებს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე