როდენის "მარადიული გაზაფხული" 20 მილიონ დოლარზე მეტად გაიყიდა

ცნობილი ფრანგი სკულპტორის ოგიუსტ როდენის ქანდაკება „მარადიული გაზაფხული“ აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა.

ანონიმურმა მყიდველმა ქანდაკება 20,4 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა, რაც რეკორდული თანხაა როდენის ნამუშევრებისთვის. დღემდე ფრანგი ხელოვანის ყველაზე ძვირადღირებულ სკულპტურად მიიჩნეოდა „ღმერთების მაცნე“, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში 16,6 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

მარმარილოს „მარადიული გაზაფხული“ როდენმა 1901 წელს შექმნა.

არსებობს მოსაზრება, რომ „მარადიული გაზაფხულის“ შექმნის იდეა ოგიუსტ როდენს  მოსწავლესთან, კამილა კლოდელთან ურთიერთობამ შთააგონა.